გომბორი–თელავი–ვაზიანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ვერონასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი, სავარაუდოდ, მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც მანქანაში მარტო იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




