,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და სოფლის კრებებებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დასაფინანსებელი პროექტები დღეს მენჯის, ეკის და ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა.

მოსახლეობის მიერ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგ განსახორციელებელ პროექტებზე:

მენჯის ადმინისტრაციული ერთეული:

მენჯის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია;

სოფლებში - სკურიაში, სახარბედიოსა და საწულეისკირიოში - გარე განათების სისტემის მოწყობა;

სოფელ ბათარიაში - მილხიდის რეაბილიტაცია.

ეკის ადმინიტრაციული ერთეული:

სოფელ შრომისკარში - სასაფალოსთან მისასვლელი გზაზე, რკინა- ბეტონის საფარის მოწყობა.

ხორშის ადმინისტრაციული ერთეული:

ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში - სკვერის მოწყობა.

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 68 000 ლარი გამოიყო, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში - 42 000 ლარი, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში კი - 64 000 ლარი.

განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად გამართულ კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.


,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია.

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.