ამ წუთებში , სამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე ძლიერი ხანძარია.

ცეცხლი ძველ შენობას უკიდია.  ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,აიპრესთან" განაცხადეს. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.