ფესტივალის მიზანი: თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია; ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება.
ფესტივალის პირობები: ფესტივალი ტარდება ქართულ ენაზე; თეატრალურ ნომრებს შეაფასებს ჟიური; ფესტივალის ჟიური გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობის მიხედვით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ჟიურის თავმჯდომარე; სპექტაკლებისთვის შერჩეული თემა თავისუფალია; სპექტაკლის ხანგრძლივობა 20 – 30 წუთი;
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს (ასაკი შეუზღუდავია); სკოლას შეუძლია მხოლოდ ერთი წარმოდგენის გამოტანა; დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაციული, სხვისი უფლებების შემლახავი სცენები, ასეთი სპექტაკლი ფესტივალზე არ დაიშვება. ფესტივალის ნომინაციები: საუკეთესო სპექტაკლი - გრან-პრი - 2000 ლარი; საუკეთესო რეჟისორი - 1000 ლარი; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - 800 ლარ; საუკეთესო მსახიობი ქალი - 800 ლარი; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი მამაკაცი - 600 ლარი; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ქალი - 600 ლარი; საუკეთესო მხატვრობა - 800 ლარი; საუკეთესო სცენარი - 800 ლარი; საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - 800 ლარი. ზემოაღნიშნული ყველა თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით; ფესტივალის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები: ფესტივალის საზეიმო გახსნა და დახურვა; სპექტაკლების ჩვენება; მასტერკლასები; ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ინფორმაცია 2025 წლის 1 აპრილამდე, ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე kultura.sagarejo@gmail.com ფესტივალი ჩატარდება საგარეჯოს კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ივნისში (ჩატარების თარიღთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ). საკონტაქტო პირი: ნინო ქაიხოსროშვილი - 599 85 10 91.