ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა „დიდგორი“.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, დასკვნითი კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობდნენ ნუკრი კაპანაძე, ბესო კალანდაძე, ნათია პერანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, დავით არჩვაძე, ანსამბლი „დიდგორი“, „ჩვენი კვარტეტი“.
ფოთში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.