იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
"დავითობის" აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, "მრავალჟამიერი " შეასრულა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.
,,დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა. მეფე დავითი არის სიმბოლო ერთიანი და ძლიერი საქართველოსი. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობიდან 900 წლის შემდეგ ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით” - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.
,,დავითობას " გილოცავთ ქუთაისიდან- გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან! საქართველოს ყველაზე დიდი მეფის- დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ქუთაისში, რადგან სწორედ ჩვენს ქალაქში დაიწყო მისი მეფობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები." - აღნიშნა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.