"ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება" - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:
👑 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება
🔸 მათ შორის:
👑 7 თებერვალს, პარასკევს
🔸 14:00 სთ. - თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა“;
🔸 16:00 სთ. - ლოცვა გელათის საკათედრო ტაძარში;
🔸 17:00 სთ. - ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში.
👑 8 თებერვალს, შაბათს
🔸 09:00 სთ. - დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;
🔸 10:00 სთ. - დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;
🔸 10:00-13.30 სთ. - მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;
🔸 12:00 სთ. - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;
🔸 13:00 სთ. - თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგინით შემკობა;
🔸 13:30 სთ. ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.
👑 წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება.