დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ქუთაისში გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე, საერთო პროექტებსა და მომავლის გეგმებზე.

დავით ერემეიშვილმა გარეტ უორდს გააცნო ქუთაისის ისტორიული მნიშვნელობა, ქალაქის განვითარების მთავარი ასპექტები და მიღწევები სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქუთაისის და ნიუ პორტის სანიმუშო მეგობრობაზე, ასევე, ქუთაისის, როგორც იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი ქალაქის, განვითარებაზე.