საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მიმდინარე სადღესასწაულო პროგრამას- ,,ახალი წლის დღეები საქართველოში", შობას, 7 იანვარს ხაშური მასპინძლობს. ქალაქის ცენტრალურ პარკში (ტაბიძის ქუჩაზე) მოწყობილი საახალწლო სოფელი, 14 საათიდან ყველა თაობის ხაშურელს ელოდება.
დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, მონტაჟდება ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, საღამოს კი დაასრულებს საზეიმო კონცერტი აჩიკო ნიჟარაძის, დავით მაზანაშვილის ბენდის, ლინდა ადამიას და ¼-ის მონაწილეობით.
ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.