იმერეთიდან „გემო ფესტში“ ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, ფერსვის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს.
„გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს. ფესტივალის ლოკაციაზე მოეწყო კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, მოსასვენებელი სივრცე და ფოტო ზონები.
გაიმართა სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მთელი დღის განმავლობაში კი უკრავს DJ და ორივე საღამო დასრულდება კონცერტით. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.