ტურნირს, ქ. ოზურგეთის ახალი საჩოგბურთო ცენტრი 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
ფინალური დღე, საზეიმო ღონისძიებითა და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
► ქალები ერთეული:
I ადგილი - ანა რაზმაძე
II ადგილი - მზევინარ შარაშენიძე
► კაცები ერთეული:
I ადგილი - გიორგი მარგველაშვილი
II ადგილი - თამაზ არეშიძე
► წყვილები:
I ადგილი - გიორგი მარგველაშვილი, თამაზ არეშიძე
II ადგილი - ზურაბ პაქსაძე, გიორგი კახიძე
► შერეული წყვილი:
I ადგილი - მარიამ ბეჭვაია, თამაზ არეშიძე
II ადგილი - ანა რამაზაშვილი, ნიკოლაი პადეროვი
„სამოყვარულო ტურნირი, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში ("მიქსდ დაბლ" ფორმატში) ქალთა და მამაკაცთა შორის გაიმართა, წყვილთა შორის თამაშები კი Pro-Am პრინციპით. ტურნირში 65 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. მადლობას ვუხდი, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას და მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაცია “სმეშს” მხარდაჭერისთვის და თანაორგანიზებისთვის. მადლობა ტურნირის მონაწილეებს და გულშემატკივრებს!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
🎾 მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირს ორგანიზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ გაუწია.