საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლები „რუსთავი“ და „მართვე”.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.
"მიხარია, რომ ბატონ ანზორს იმდენი მოსწავლე ჰყავდა და ჰყავს საქმის გამგრძელებელი, და ისეთი ხარისხით გრძელდება ეს საქმე, რომ ჩვენი შესანიშნავი ხელოვანები მსოფლიოს კიდევ არაერთხელ გააოცებენ ქართული მუსიკით", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.