საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვირტიშვილის შვილი შეიწყალა - ამის შესახებ მსახიობის შვილი სოციალურ ქსელში წერს.

 “მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო”,- ამის შესახებ მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვირტიშვილის ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ხატია ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა, არამედ  ეს არის ისტორია ადამიანობაზე და სიკეთეზე. 

„არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. 
დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. 
დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა . 
მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს  უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო.
ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა.
მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და Eka Gvritishvilii— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ  
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. 
მადლობა , მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა ..“,- წერს დონარა გვირტიშვილის შვილი სოციალურ ქსელში.