ქალაქ ოზურგეთში №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი 200 ბავშვზეა გათვლილი და პროექტის მიხედვით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

განახლების შედეგად, საბავშვო ბაღში მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელი, ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო

მოწესრიგდება, ასევე, უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობის და საკანალიზაციო სისტემები

ოზურგეთის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას სახელმწიფო 3.7 მლნ ლარით აფინანსებს.