ხაშურში, ზემო სერის ტყე-პარკის მშენებლობისა და პარკამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის მიმდინარეობას გაეცნო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქორწინო ცერემონიებისთვის სივრცის მოწყობა. მშენებლობის მესამე ეტაპის ფარგლებში ეწყობა კალათბურთის, ჩოგბურთისა და ფეხბურთის მოედნები. ზემო სერის ტყე-პარკის განვითარება ამით არ სრულდება - იგეგმება მეოთხე ეტაპიც, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, დაემატება საბავშვო ატრაქციონები, ადგილობრივი მეწარმეებისთვის საგამოფენო პავილიონი, ეროვნული თემატიკის პერსონაჟების სკულპტურები, ქართული ანბანის მონუმენტი, საფეხმავლო ბილიკები.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტყე-პარკამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაიგება რკინა-ბეტონის საფარი,მოეწყობა სანიაღვრე არხები, ლითონის ზღუდარი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ზემო სერის ტყე-პარკის შესასვლელთან- საპარკინგე სივრცე და გარე განათება.
ზემო სერის ტყე-პარკის მშენებლობის მესამე ეტაპის სამუშაოების ღირებულება 849 202 ლარია. გზის მშენებლობის პროექტი კი გარდამავალია და მისი ჯამური ღირებულება 1514 025 ლარს შეადგენს. ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„კოლეგებთან ერთად ვიმსჯელეთ და სურვილი გვაქვს, შემოდგომით, ხაშურქალაქობის დღესასწაული ზემო სერის ტყე-პარკში გაიმართოს, რაც ხელს შეუწყობს ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარებას და პარკს დამატებით ფუნქციას შესძენს,“- აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა სამუშაოების დათვალიერების