ხაშურში მდინარე შოლას ნაპირსამაგრი და წმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტი „ემბავუდისა“ და  ყოფილი სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპირსამაგრი კედლის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 499 390 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

შოლას ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა ასევე გრძელდება,   სამხედრო ნაწილიდან ბაზრის ტერიტორიამდე. პროექტის ღირებულება 1 075  064 ლარს ითვალისწინებს და თანადაფინანსებით ხორციელდება.

პარალელურად, დაწყებულია, მთლიანად,  შოლას გაწმენდაც. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 147 767 ლარია.

შოლას გაწმენდისა და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები მნიშვნელოვანი პრევენციული ზომაა შესაძლო სტიქიის წინააღმდეგ.