პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” კახეთშიც ტოვებენ. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის 15 წევრმა, რომელთა ნაწილი საკრებულოს დეპუტატია, დღეს საჯარო განცხადებები პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელეს.
ცნობილია, რომ ისინი მანდატების დათმობას არ აპირებენ და საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას
დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავენ.
რადიკალური ოპოზიციის უკვე ყოფილი წევრები და დეპუტატები პარტიის მოქმედ მენეჯმენტს და თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებენ. მათი თქმით, მიუღებელია ცილისმწამებლური კამპანია , რომელიც მათ მიმართ დიდი ხანია მიმდინარეობს.
,, გადაწყვეტილება მივიღე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
ბოლო პერიოდში, რამდენიმე თვეა, რაც ახალი მენეჯმენტი მოვიდა პარტიის სათავეში, ძალიან კრიზისულ სიტუაციაში შევიდა პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან იყო უამრავი გზა შეთავაზებული ამ კრიზისიდან გამოსვლისა, საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმის მაგივრად მგლის ბილეთებს დავურიგებთო, ასე გამოგვიცხადეს და მგლის ბილეთები დაურიგონ თავიანთ თავებს მორიგ ჯერზე რომ დატოვებენ პარტიას,, - განაცხადა პარტიის ახმეტის ფრთის წარმომადგენელმა, ნინო უშიკიშვილმა.
ცნობისთვის, პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" თვითმმართველ ორგანოში წარმოდგენილი წევრები ტოვებენ.
კასპის საკრებულოს ფრაქცია "ნაცმოძრაობა" 6-მა დეპუტატმა დატოვა.
ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია გადააყენეს