„მუსიკოსთა პარკში" ახალი, განსაკუთრებული სივრცე "ჰეკატეს ბაღი" გაიხსნა. პროექტი უძველესი კოლხეთის სამკურნალო მცენარეების ცოდნასა და ბუნებასთან ადამიანის ღრმა კავშირს აცოცხლებს. ბაღთან ერთად, უკვე აშენდა სათბურიც, რომელიც სივრცეს ახალ სურნელსა და ფერებს მატებს.
7-დან 11 აგვისტოს ჩათვლით, "ჰეკატეს ბაღი" 5-დღიან უფასო ტრანსფორმაციულ ტურს მასპინძლობს, რომელსაც ქეთი ოდიშელი უძღვება. შემეცნებით ვორქშოპებზე სტუმრები თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოებით ეცნობიან ჰეკატეს პერსონაჟს, მთვარის ფაზებს, არქეტიპულ იდენტობასა და ნეიროფსიქოლოგიას.
პროექტი "სთარინგ ჯორჯიას" მიერ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის გუნდი ასევე იწვევს მებაღეებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ამ მწვანე ინიციატივის თანამონაწილე და იზრუნონ როგორც ბაღის, ისე სათბურის მცენარეებზე.




