გურჯაანში, უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ტრაგედია დიდების მემორიალის ჩასასვლელში მოხდა. ამორტიზებული ბეტონის საფარი ჩატყდა და მამაკაცი წლების წინ გაუქმებულ წყლის სათავსში ჩავარდა. 

სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.