რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება თითქმის 47 მილიარდ რუბლს მიმართავს ორი სარკინიგზო ბორნის ასაშენებლად უსტ-ლუგა — ბალტიისკის საბორნე გადასასვლელისთვის, იმ მარშრუტზე, რომელიც ლენინგრადის ოლქს კალინინგრადის ოლქთან სახმელეთო ტრანზიტის გვერდის ავლით აკავშირებს. აღნიშნული გამომდინარეობს განკარგულებიდან, რომელსაც რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი.
ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) სახსრებიდან მოზიდული იქნება 38,1 მილიარდ რუბლამდე (81%), ხოლო დანარჩენი თანხა ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ბორნების აშენება 2030 წლისთვის იგეგმება. ინიციატივა თვითდაფინანსებადი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაშია შეტანილი.
"პრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ კალინინგრადის ოლქს განსაკუთრებული გეოგრაფია აქვს და აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ქვეყნის უკანონო ქმედებები, ლოგისტიკური ჯაჭვების დარღვევა და სატრანსპორტო ბლოკადის მცდელობები იქ მდებარე საწარმოების მუშაობას აფერხებს", — ასე ახსნა მიშუსტინმა ბორნების საჭიროება.
რუსეთის ხელისუფლება ასევე ირწმუნება, რომ საბორნე გადასასვლელი ბიზნესს ტვირთების გადაზიდვის ხარჯებს შეუმცირებს.




