საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. სხდომის გადადების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალებაა.

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში მე-18 სხდომა გაიმართა, სადაც კითხვები "ნაციონალური მოძრაობისა" და "ახალის“ წევრებმა დასვეს. სხდომა ისევ მოპასუხე მხარის შეკითხვებით გაგრძელდება.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს.

მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.