„ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ცენტრია. მიუხედავად განხორციელებული სამუშაოებისა, ინფრასტრუქტურის მიმართულებით კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა ეტაპობრივი მოგვარება აუცილებელია მუზეუმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სათანადო დაცვისა და სამუზეუმო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
მუზეუმი ორ ლოკაციაზე ფუნქციონირებს. ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ერთ-ერთი მათგანია 1907 წელს აშენებული, მოდერნის სტილის ისტორიული შენობა, სადაც მუზეუმი 1978 წლიდან არის განთავსებული. 2024 წლის აპრილიდან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.
მუზეუმის მეორე ლოკაცია ნიკო ნიკოლაძის სახელთან დაკავშირებული ხუთსართულიანი კოშკია, რომელსაც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით 2016-2018 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მინისტრთან ერთად ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი გუგუჩია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხახუბია და გენრიეტა წიწავა, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.










