უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
მისი თქმით, მოსკოვმა დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეზე დარტყმით გადაიხადა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა.
„დღეს რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლებზე ხუთი მართვადი ბომბის ჩამოგდებით გადაგვიხადა. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, დადასტურებულია თორმეტი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის დაღუპვა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ თოთხმეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია – ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. მოწმდება ინფორმაცია კიდევ თორმეტი ადამიანის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, იქ იმყოფებოდნენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ღამით თავდასხმის სამიზნე ქვეყნის 13 რეგიონი გახდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები, ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო ობიექტები დაზიანდა. ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის ნებისმიერი შემსუბუქება მოსკოვისთვის ომის გაგრძელების ნებართვად აღიქმება.
„გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერ შემსუბუქებას ომის გაგრძელების ნებართვად, ქალაქებში ბომბების ჩამოყრის გაგრძელების ნებართვად აღიქვამენ. საჭიროა სხვა სიგნალები. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს, ამისთვის კი დანაკარგები მან თავად უნდა იგრძნოს“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამჟამად ამას სწორედ უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმები უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, რუსეთის დარტყმებს უკრაინის მხრიდან პასუხი გაეცემა.
Today, Russia expressed its thanks for the lifting of sanctions on diesel exports by dropping five glide bombs on residential buildings in Zaporizhzhia. As of now, sadly, twelve people have been confirmed killed, including three children. My condolences to all their families and loved ones. Another fourteen people have been injured, and two of them are in critical condition – the doctors are fighting to save their lives. The status of twelve more people who may have been there is still being verified. All emergency services are at the scene, and search-and-rescue operations are underway. Overnight, thirteen of our regions came under attack. Residential buildings, infrastructure, and railway facilities have been damaged. Last night confirmed once again that in Russia, they take any easing of pressure to mean they can keep fighting, to mean they can keep dropping bombs on cities. Different signals are needed. Russia must understand that it needs to stop the war, and for that to happen, Russia must feel its losses. Right now, it is our long-range capabilities that are ensuring this. And we will respond to Russian strikes. I thank everyone who is helping.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 10, 2026









