რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებზე მიტანილ იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
დონეცკზე, ხერსონსა და ხარკოვზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად კი 27 პირი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმების შედეგად მხოლოდ დონეცკის ოლქში 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა 18 პირი.
რუსულმა ძალებმა ხარკოვში იერიშები კრიტიკულ და სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს, მათ შორის, მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე, სახლსა და ავტომობილებზე. მომხდარის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, 23-24 ოქტომბრის ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიშები ასზე მეტი თავდასხმითი დრონითა და რაკეტებით მიიტანეს. მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმები 14 ადგილას დაფიქსირდა.




