გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლანდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ამ დროისათვის დაუდგენელმა პირმა, მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

დამატებით დეტალებს ,,აიპრესი,, შსს-ში არკვევს. 

ცნობისათვის, ბოლო 10 დღის განმავლობაში გურჯაანში ადამიანის დაჭრის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.შეყვანის ღილაკი