დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. 

თითქმის სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ინვენტარი და ტექნიკა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.