გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, ნარინე მატოსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ერს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე, განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი.