გონიო-აფსაროსის ციხის შიდა ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა. მიმდინარე წელს ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში გამოვლენილი რომაული პერიოდის ორი მონუმენტური ნაგებობის შესწავლა.

მუშაობის პროცესში დადგინდა, რომ ახ.წ. მე-III საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარ მიწისძვრას ორივე ნაგებობა საკმაოდ დაუზიანებია და საუკუნის დასასრულს კვლავ აღუდგენიათ. ნაგებობები სამეურნეო ხასიათისაა. მათ შიდა სივრცეებში ძირითადად გამოვლინდა სამზარეულო და სატრანზიტო ჭურჭელი: ქოთნები, დოქები, ამფორები, წითელლაკიანი კერამიკა, მინის ნაწარმი და ა.შ.,რომლებიც ახ.წ.II-III საუკუნეებით თარიღდება.