აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განახლდა საველე არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის სამაროვნის ტერიტორიაზე. კერძოდ: ძვ.წ. IV საუკუნის კოლხურ და ბერძნულ, აგრეთვე ელინისტურ სამაროვნებზე.
„ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე შესწავლილია ასობით სამარხი, სადაც აღმოჩენილი არტეფაქტები კოლხური და ელინური სამყაროების მჭიდრო ურთიერთობებზე მოგვითხრობს.
მიმდინარე წელს გათხრები ძვ.წ. მე-4 ს კოლხურ და ბერძნულ, აგრეთვე ელინისტურ სამაროვნებს შეისწავლის. დღეისთვის აღმოჩენილია 10-მდე სამარხი და 2 აღაპი, სადაც იმპორტული და ადგილობრივი კერამიკა, კოლხური მონეტები, ვერცხლის ფირფიტა და რკინის სამაჯური ფიქსირდება“,- აცხადებენ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
არქეოლოგიურ სამუშაოებზე, 60 ათასი ლარი დაიხარჯება.