სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

440 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი,  რეკრეაციული სივრცეები და  სპორტული ინფრასტრუქტურა.

სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერული, სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის ახალი სისტემებით; ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: ფუნქიონირებს ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.

3 600 000 ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განახორციელა, აღნიშნული პროექტით, წლის ბოლომდე, ჯამში 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია დასრულდება.