როგორც ისინი აცხადებენ, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის მათ ევროპულ მომავალს და ქვეყნის საგარეო კურსს.
სკოლის მოსწავლეები მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტთან მივიდნენ და სტუდენტების აქციას შეუერთდნენ.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტუდენტებს ლექტორების დიდი ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.