ვანში, საჭადრაკო ტურნირი - "ნინო ხურციძის მემორიალი - 2023" გაიმართა. 

ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა.

9 წლამდე ჭაბუკთა შორის ოქროს მედალს გიორგი წულაია დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ალექსანდრე თარგმაძემ (11 წ.), ნინო ლიპარტიამ (11 წ.) და იზოლდა ლიპარტიამ (13 წ.).

ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 3250 ლარს.