ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ფოთელმა მოკრივემ, აკაკი ბასარიამ წარმატებით იასპარეზა.

მან ფინალში, 70 კგ. წონით კატეგორიაში, უკრაინელი მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა ოქროს მედალს დაეუფლა. მთავარი მწვრთნელი - ლაშა დუნდუა, პირადი მწვრთნელი - ბესო მანჯავიძე, სკოლის მენეჯერი - ლაშა ოჩიგავა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ბასარიამ 2023 წელს ერევანში გამართულ  16-წლამდელ მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.