ერევანში, 16-წლამდელ მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ფოთელმა მოკრივემ აკაკი ბასარიამ (მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე, მწვრთნელები - ნიკოლოზ იზორია და ლაშა ოჩიგავა). 

აკაკი ბასარიამ 60 კილოგრამ წონითი კატეგორიის პირველ წრეში რუს მოწინააღმდეგეს - რომან ბოგდანოვს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია, მეოთხედფინალში დანიელ ადრიან გრიგორიეს (რუმინეთი) მოუგო 5:0, ნახევარფინალში კი უზბეკ  ფირუზიონ სადულაევთან ქულებით 0-5 დამარცხდა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

საერთო ჯამში, საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ჩემპიონატში 58 ქვეყნის 357 (113 გოგონა და 244 ვაჟი) სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატი 4 დეკემბერს დასრულდება.