ერევანში, მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 14 მოკრივე ასპარეზობს. დღეს პირველი ორთაბრძოლა, დავით მუშკუდიანმა, აკაკი ბასარიამ და დავით მხეცაძემ გამართეს.

60 კგ წონითი კატეგორიაში აკაკი ბასარიამ რუსი მოკრივე, რომან ბოგდანოვი დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა.

54 კგ წონითი კატეგორიაში დავით მუშკუდიანმა, გერმანელი მოკრივე, დანიელ ბალკო დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა.

სამწუხაროდ, 75 კგ წონითი კატეგორიაში დავით მხეცაძე ინდოელ სპორტსმენთან, საჰილ საჰილთან დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე, აკაკი ბასარია და დავით მუშკუდიანი შემდეგ ორთაბრძოლას 29 ნოემბერს გამართავენ.