თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართველი პოეტს, მთარგმნელს, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატს ზვიად რატიანს ბრალი გადაუკვალიფიცირა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2025 წლის 25 ივნისს საქართველოს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. რ. თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. " - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.