ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაბა ხულოს სკვერში სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები მოეწყო
1654093719
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაბა ხულოს სკვერში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები მოეწყო
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. მათ პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და საჩუქრად საბავშვო წიგნები გადასცეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.