მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილესი ავიაკომპანიების, საერთაშორისო მარკეტინგული, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.
შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დასრულების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია ესპანეთის დედაქალაქში, მსოფლიოში ყველაზე დიდ გასტრო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.