ძლიერი სეტყვა იყო თელავში, უამინდობა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

ასევე, დასეტყვილია მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი. ინფორმაცია ,,აიპრესს,, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.

“მცირე სეტყვა იყო სამ სოფელში - ყარაჯალაში, გულგულსა და ვარდისუბანში, შედარებით მეტად დაისეტყვა სოფელი რუისპირი.” - განაცხადეს უწყებაში. ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისათვის, თელავი და მიმდებარე სოფლები გუშინაც დაისეტყვა. სტიქია იყო ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ დაზარალდა სოფელი შილდაში, სადაც დაზიანდა ხეხილის ბაღები და ვენახების მცირე ნაწილი.