საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის იანვარ-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლებს აქვეყნებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.

2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).

2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა ყველა მცირე რაოდენობა იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) აღნიშნულ პერიოდში 96 ბავშვი დაიბადა. რეგიონი ასევე გამოირჩევა გარდაცვლილთა რაოდენობის ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობასთან ფარდობით, რაც 3,1-ს შეადგენს.

თბილისში ყოველი 100 ქორწინებაზე 75 განქორწინება მოდის.