თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ, "ქღტული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სტუდენტი მეგი დიასამიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. 

გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.