დღეს, ქალაქ თელავი ალავერდობის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც ტრადიციულად, ორი დღე გრძელდება.
Შეიძლება ითქვას რომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძილი დღეობაა, რომელიც ძველად 29 სექტემბერს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. Ამჟამად ყოველწლიურად, 27-28 სექტემბერს აღინიშნება ხოლმე. Წინაქრისტიანულ რწმენებთან დაკავშირებულ ალავერდობას ციკლური ხასიათი აქვს და მოიცავს თავს, შუა და ბოლო ალავერდობას.
ალავერდობა — ნაყოფიერებასა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული. იმართება ალავერდის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) შეიცავდა სინკრეტული რწმენა-წარმოდგენებით შექმნილ დღესასწაულს (წინაქრისტიანული და ქრისტიანული ელემენტებით). ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო -თიანეთიდან, ფშავ - ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები.
ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინასამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები.