საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე 100-ე კილომეტრზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად.