სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან, მამუკა წოწერიასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს და რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა. 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებს, მათ შორის განათლების და ტურიზმის მიმართულებით.

სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ელჩებს რეგიონში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებსა და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობაზე. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება. 

„ასევე უმნიშვნელოვანესია რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს არამხოლოდ ჯანდაცვის სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას სთავაზობს, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.