იელის უნივერსიტეტის გუნდის წარმომადგენლები, კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელებს და მათ შემოქმედებას გაეცნენ. ღონისძიებაზე ხელოვნების სკოლის ანსამბლებმა ქართული ფოლკლორი, ქორეოგრაფიული ნომრები და საგალობლები წარმოადგინეს.
ღონისძიების შემდეგ, უცხოელმა სტუმრებმა ქართული კულინარიის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.ვიზიტის ფარგლებში, იელის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურმა გუნდმა, რომელსაც არსებობის 70 წლიანი ისტორია აქვს, ქართული სომხური და ამერიკული ტრადიციული და ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს.აღნიშნულ ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.