ხელოვანის მიერ გამოფენილ ნამუშევრებში გადმოცემულია ის განწყობა, რაც ბოლო წლებია ბათუმის ქუჩების სავიზიტო ბარათად იქცა.
გამოფენა დამთვალიერებლებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
იოსებ ჯორბენაძე 2023 წლის „თანამედროვე ხელოვნების არტისტის" ნომინაციის გამარჯვებულია. მის მიერ მოხატული ბათუმის კედლები ჯამში 10,000კვადრატულ მეტრამდეა, როგორც ექსტერიერი ასევე ინტერიერი. იოსები არაერთი საერთაშორისო ღონისძიებების როგორც მთავარი ასევე თანაორგანიზატორია.