ან არ გიტყდებათ, ან სინდისი ნათხოვარი გაქვთ? სხვის ლექციაზე, რომ ასაღებ თავს სტუდენტად და თან ბოლოს გაგდებენ პანღურით, ცოტა უხერხულობას არ გიქმნით? - ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ან არ გიტყდებათ, ან სინდისი ნათხოვარი გაქვთ? სხვის ლექციაზე, რომ ასაღებ თავს სტუდენტად და თან ბოლოს გაგდებენ პანღურით, ცოტა უხერხულობას არ გიქმნით? თან ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ 5 000 ლარი გადაუხადეს ამ შუკაკიძეს, აი ამ თითლიბაზობაშიო... მდაა...ფილმ "დაბოლილებში" რომ მარიხუანას გამყიდველი, თავს სტუდენტად ასაღებს და 80 დოლარად ყველაფერზეა წამსვლელი, ისეა ამათი საქმე...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ასათიანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ამბობს, რომ ლექციაზე მისული რამდენიმე ადამიანი ვერავინ იცნო, თუმცა, სტუდენტებისთვის ნათელი იყო, რომ ისინი პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები.  როგორც სალომე ასათიანი აღნიშნავს, შეურაცხმყოფელი ქცევის შემდეგ, სტუდენტებმა პროვოკატორები ლექციიდან გააძევეს.