ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველ ხალხს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ივანიშვილი და „ოცნება“ გაუშვას პენსიაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
„ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც ძალიან მკაფიო სიგნალს ქართველი ხალხის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის არჩევანი 26 ოქტომბერს. ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ. ეს არის ნამდვილად ქართული გზა, საქართველოს ინტერესების დამცველი გზა და ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდია სარგებელი, რომელიც წამოვა საქართველოსკენ და მეორე მხარეს არის დარჩენა იმ იზოლაციაში, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველ ხალხს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე. 26 ოქტომბრის შემდეგ ქართველი ხალხი დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა.