სოროსის ფონდი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლება გადაეგდო, არადა საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, იგივე ხდება უნგრეთშიც, ოღონდ სხვა მასშტაბით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო დამარცხდებიან.

„საქართველოს მივიჩნევ შესანიშნავ ქვეყნად. უნგრელებისთვის არსებობს ძალიან ბევრი გრძნობა და ცნება, ყველაზე ძვირფასი არის მამაცობა. უნგრეთში არის ასეთი გამოთქმა – მხდალ ერს არა აქვს ფასი. საქართველო ამის ფონზე არის პატივსაცემი ქვეყანა ჩვენი მხრიდან. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში ჩამოვედი საქართველოში, უნგრეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგია შემოვიტანე საქართველოში. მე გამიკვირდა, როგორი განწყობა ვნახე საქართველოში. უნგრეთში სასწაული ხდება, წნეხის და ძალების გადანაწილების კუთხით, სოროსის ფონდი რასაც აკეთებს და მინდა, ვთქვა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლება გადაეგდო, არადა საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, იგივე ხდება უნგრეთშიც, ოღონდ სხვა მასშტაბით. მიმაჩნია, რომ ქვეყანას, რომელსაც უპირისპირდებიან გლობალისტები, მორალური ვალდებულება აქვს, ჩვენც იგივე რეჟიმში ვართ, ჩვენ უნდა დავდგეთ მტკიცედ ამ გლობალისტების წინააღმდეგ. ჩემი მოსაზრება ასეთია, რომ გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო დამარცხდებიან ყველა კონკრეტულ ქვეყანაში ევროპაში, რადგან კარებზე როდესაც გვესმის კაკუნი, ეს უნდა იყოს მეგობრული კაკუნი. ორ წელიწადში რომ შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ უფრო სხვანაირი იქნება ვითარება, გლობალისტები არიან სხვა პროგრამის მხარდამჭერი და ორ წელიწადში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში და საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება, ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის ევროკავშირის კარი, მე ასე ვხედავ“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.