გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ, უნგრეთისა და საქართველოსთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორიც ახლაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა ბრიუსელს.
ჩვენ ასეთი შეხვედრები უფრო ბევრჯერ დაგვჭირდება, რადგან ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე ევროპიდან დელეგაცია, რომელიც ნამდვილად არის ძალიან დიდი სიამოვნება. საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. ყველას შურს მათი, ჩვენც გვშურს საქართველოსი – 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა. კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი. ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია. ასეთი შედეგების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი შედეგების მიღწევა ძალიან დიდი ნახტომია წინ. ალბათ არ იყო ეს იოლი, მაგრამ ჩვენც, უნგრელებს გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები ცდილობდნენ, ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორიც ახლა ვართ. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთანაც ბრძოლა ეშინია ევროკავშირს, ბრიუსელს. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია ჩვენთვის არის საერთო. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა ამხელა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დრო მოვა და ჩვენც გვექნება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.